“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ცდილობენ, შეაფერხონ ვიზალიბერალიზაციის მიცემა ჩვენი ქვეყნისთვის”
სამწუხაროდ, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები მაქსიმალურად ცდილობენ, შეაფერხონ ვიზალიბერალიზაციის მიცემა ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ გადაცემა “პოლიტიკა“-ში საუბრისას განაცხადა.
კახა კალაძე იმედოვნებს, რომ საქართველოს მოქალაქეები მალე შეძლებენ უვიზოდ მიმოსვლას.
„სამწუხაროდ, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები მაქსიმალურად ცდილობენ, შეაფერხონ ვიზალიბერალიზაციის მიცემა ჩვენი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, საგარეო ფაქტორებიც არის. არ მინდა, ისე გამომივიდეს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მხრიდან გაკეთებული არასწორი განცხადებების და ინფორმაციების გამო ხდება ეს. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები მალე შეძლებენ უვიზოდ მიმოსვლას”,- განაცხადა კალაძემ “იმედის” ეთერში.