ლია მეტრეველი: მკითხველი შეცდომაში შევიყვანე – ნოდარ ტაბიძე ცოცხალია

ანალიტიკურ პორტალ “კვირასთვის“ მიწოდებული ინფორმაცია პროფესორ ნოდარ ტაბიძის გარდაცვალების შესახებ მცდარი აღმოჩნდა. პროფესორის გარდაცვალების შესახებ ცნობა თავდაპირველად ტაბიძეების ოჯახის ახლობელმა ლია მეტრეველმა სოციალური ქსელით გაავრცელა, რაც „კვირასთან“ საუბარშიც დაადასტურა.
თუმცა როგორც „კვირამ“ მოგვიანებით გაარკვია, ნოდარ ტაბიძე არ გარდაცვლილა. არასწორი ინფორმაციის გავრცელება გაუგებრობამ გამოიწვია. ლია მეტრეველმა „კვირას“ მკითხველის შეცდომაში შეყვანისათვის ბოდიში მოუხადა. თავის მხრივ, საინფორმაციო – ანალიტიკური პორტალი ბოდიშს იხდის აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისთვის და ნოდარ ტაბიძეს დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს.

1543509_667467416645614_1314079656_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები