გიორგი ალიბეგაშვილი: იმედია, ბატონი ელისაშვილი გამონახავს თავის თავში იმ ძალებს, რომ მოიქცეს ღირსეულად
საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს თმენის ვალდებულება შეახსენა და ღირსეული საქციელისკენ მოუწოდა.
„ჩვენი ერთ-ერთი კოლეგა შეეჩვია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ცრუ ბრალდებებს, შეურაცხმყოფელ ლექსიკას. ამავე დროს, ისეთი წინადადებების მოხმობას, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის. იმედია, ბატონი ელისაშვილი გამონახავს თავის თავში იმ ძალებს, რომ მოიქცეს ღირსეულად და გააკეთოს ის საქმე, რაც მას მოსახლეობამ დაავალა“, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა საკრებულოს სხდომის დარბაზში.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში საკრებულოს დეპუტატები სოსო მანჯავიძე და ალეკო ელისაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დეპუტატებმა ერთმანეთის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები არ დაიშურეს.