ნაძალადევში შენობის დამცავი კედელი ჩამოინგრა

თბილისში, ლეჩხუმის ქუჩაზე შენობის დამცავი კედელი ჩამოიშალა.
დიდი რაოდენობით მიწის მასის ჩამოსვლის გამო, ოთხ ოჯახს გადაადგილების შესაძლებლობა შეეზღუდა. შემთხვევის შედეგად დაზიანება არავის მიუღია.
გზის მეორე მხარეს დარჩენილი მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას მაშველებმა გამოიყვანეს. ისინი ღამეს ნაძალადევის გამგეობაში ათევენ.
დილიდან კი, როგორც მუნიციპალიტეტში განაცხადეს, დროებით თავშესაფარს მოუძებნიან.
ნაძალადევის რაიონის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის, ბეჟან ხუციშვილის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები დღესვე დაიწყება. ასევე იგეგმება თანხის გამოყოფა დამცავი კედლის გასამაგრებლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები