სალომე ზურაბიშვილი: ალბათ, კარგი იქნებოდა, ვიზალიბერალიზაცია წინასწარ არ გვეზეიმა
ალბათ, კარგი იქნებოდა, ვიზალიბერალიზაცია წინასწარ არ გვეზეიმა, წინასწარ არ გველაპარაკა ის, რაც არ იყო სწორი.
ამის შესახებ ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ჟურნალისტებს საზოგადოებისთვის სრულყოფილად უნდა აეხსნათ, რა ეტაპები იყო გასავლელი ვიზალიბერალიზაციამდე, რაც მათ არ გააკეთეს.
“ზოგიერთმა გააკეთა განცხადება, რომ რადგან კომისიამ რეკომენდაცია მოგვცა, უკვე ყველაფერი დამთავრებული იყო და მეტი არაფერს არ უნდა დავლოდებოდით. ამ კუთხით თავიანთი მოვალეობა ჟურნალისტებმა არ შეასრულეს, ძალიან რთული და კომპლექსური პროცესებია ევროკავშირში. ამის ახსნა საზოგადოებისთვის, თუ რა ეტაპები უნდა გაგვევლო და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ის, რაც დღეს გვიწევს – წევრი ქვეყნების გადაწყვეტილება, ამაზე ინფორმირება და საზოგადოებისთვის მიწოდება ჟურნალისტებს უნდა მოეხდინათ”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.