გიორგი ღვინიაშვილი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გურჯაანის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა

გიორგი ღვინიაშვილი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გურჯაანის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.
იგი მოსახლეობას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ სოფელ ველისციხის ვენახებში წარუდგინა.
პარტიის ლიდერებმა, რომლებიც ღვინიაშვილის წარდგენას ესწრებოდნენ, წინასაარჩევნო პროგრამასა და პრიორიტეტებზე ისაუბრეს. მათ მოსახლეობას “ნაციონალური მოძრაობის“ და მათი მაჟორიტარი კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, ის საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია.
“მე ძალიან კარგად ვიცნობ გურჯაანის რაიონს, ძალიან ბევრ ადამიანს და კარგად ვიცი აქაური პრობლემები. ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, რისიც მჯერა, თავჩაუხრელი შრომით შევძლებთ, რომ ქვეყანა და რაიონი წავიდეს წინ და ყველა ადამიანმა თავის თავსა და თავის ოჯახზე იგრძნოს ეს სიკეთე“, – განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა წარდგენის შემდეგ.
გიორგი ღვინიაშვილი პარტია ,,ნაციონალური მოძრაობიდან“ მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წევრია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები