პარლამენტმა “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა “ეროვნული ფორუმის“ ინიციატივას, რომელიც “ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს უკავშირდება, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის თანახმად, ამნისტია ვრცელდება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან თავისუფლდებიან პირები (მამაკაცები 70 წლის, ხოლო ქალები 65 წლის ასაკიდან), 2015 წლის 31 დეკემბრამდე ჩადენილი დანაშაულის გამო, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მათ ჩადენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
ამავე კანონით გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა. გარდა ამისა, გათვალისწინებულია უფლებამოსილი ორგანოებისა და პირების მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები