ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე დღეს იმსჯელებენ

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა მინისტრები საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე დღეს იმსჯელებენ.
აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ევროკავშირის საბჭო აღნიშნავს, რომ ევროკომისია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკანონმდებლო ინიციატივით მიმდინარე წლის მარტში გამოვიდა.
გერმანულმა გამოცემა Die Welt-ი წერს, რომ ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები არ დათანხმდებიან საქართველოსთვის, უკრაინისთვის, კოსოვოსა და თურქეთისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას, სანამ ე.წ. შეჩერების მექანიზმი ძალაში არ შევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები