პარლამენტი დღეს ”გერმანული მოდელის” პროექტს პირველი მოსმენით განიხილავს

პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საარჩევნო სისტემის ”გერმანული მოდელის” პროექტს პირველი მოსმენით განიხილავს.
”საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებები ფრაქცია ”რესპუბლიკელების” მიერ არის ინიცირებული. პროექტის მიღება ოპოზიციონერი დეპუტატები სრული მობილიზების პირობებში, შესაძლებელია, თუმცა ”ერთიანი ნაციონაოლური მოძრაობა” პარლამენტის სხდომების ბოიკოტირებას განაგრძობს.
ე.წ. გერმანული მოდელი არსებული საარჩევნო სისტემის ფარგლებში მანდატების განაწილების წესის შეცვლას ითვალისწინებს. პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, 77 დეპუტატი კვლავ პარტიული სიით, ხოლო 73 – მაჟორიტარული წესით აირჩევა, თუმცა აღნიშნული მოდელით, პოლიტიკური სუბიექტის მიერ პარლამენტში მანდატების მოპოვება დამოკიდებული იმაზე, თუ რა პროცენტულ მაჩვენებელს მიიღებს ის პროპორციულ სისტემის შედეგად.
”გერმანული მოდელის“ მიხედვით, ყველა გამარჯვებული მაჟორიტარი კანდიდატი პარლამენტში ადგილს დაიკავებს, მიუხედავად იმისა, რა პროცენტული მაჩვენებელი აიღო პარტიამ პროპორციული წესით. თუ პროპორციული სისტემით პარტიამ უფრო მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აჩვენა, ვიდრე ის რაოდენობა, რაც მაჟორიტარების სახით შეიყვანა, პარტია ადგილებს პარტიული სიიდან შეავსებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები