ჩხუბი პირდაპირ ეთერში – ელისაშვილი და მანჯავიძე ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ (ვიდეო)

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი და ”პატრიოტთა ალიანსის” ყოფილი წევრი სოსო მანჯავიძე „მაესტროს ფაქტორის“ პირდაპირ ეთერში ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
გადაცემაში ასევე მონაწილეობდა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი დიმიტრი მოსულიშვილი, რომელიც ელისაშვილმა ქრთამის აღებაში დაადანაშაულა. სოსო მანჯავიძემ საკრებულოს დეპუტატს მოუწოდა, კონკრეტულ ფაქტებზე ესაუბრა.
„რას ნიშნავს შენ ხარ მექრთამე, რადგან ჩემი ლოგიკური მსჯელობით ეს დავადგინე?! ეს ნორმალურად მიგაჩნიათ თქვენ?! ეთერში ნუ ძველბიჭობ, შენი საძველბიჭო მალე დასრულდება“, – აღნიშნა მანჯავიძემ, რის შემდეგაც ელისაშვილმა მას „პარტიიდან გამოგდებული“ უწოდა.
შეურაცხმყოფელ სიტყვებს ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები