გერმანიის ელჩი: ყველა კრიტერიუმი დაკმაყოფილებულია, დრო გვჭირდება, თარიღის დასახელება არ შემიძლია

საქართველოში გერმანიის ელჩის ბეტინა კადენბახის განცხადებით, ქართულმა მხარემ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა. როგორც დიპლომატი აღნიშნავს, ახლა  ევროკავშირს, ისევე როგორც გერმანიას, დრო სჭირდება.
მისი თქმით, ვეროკავშირს ახლა საკმაოდ რთული პერიოდი აქვს და ეს გავლენას ახდენს პროცესზე.
“ჩვენ აქამდეც არა ერთხელ გვითქვამს, რომ ქართულმა მხარემ ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა, ახლა კი, ევროკავშირს, ისევე როგორც გერმანიას სჭირდება დრო. ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროცესს და ეს დღეც დადგება. არ ვამბობ, რომ დღეს და უმოკლეს ვადებში, რადგან ვეროკავშირს ახლა საკმაოდ რთული პერიოდი აქვს და ეს გავლენას ახდენს, თუმცა გადაწყვეტილება იქნება, მერწმუნეთ. საქმე ეხება უსაფრთხოებას, მიგრანტების კრიზისს და საჭიროა, უკეთ მომზადება ვიზალიბერალიზაციისთვის, რადგან საუბარი მხოლოდ საქართველოზე არ არის. კონკრეტული თარიღის დასახელება არ შემიძლია“, – განაცხადა უილიამსონმა ქართულ ტელეკომპანიებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები