იოჰანეს ჰანი: საქართველო იმსახურებს ევროკავშირის საბჭოს სწრაფ გადაწყვეტილებას

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი მიიჩნევს, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა შეასრულა და იმსახურებს ევროკავშირის სწრაფ გადაწყვეტილებას.ამის შესახებ იოჰანეს ჰანმა სოციალურ ქსელ “ტვიტერში” დაწერა.
ევროკომისარი აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების ლეგიტიმური მოლოდინი უნდა დაკმაყოფილდეს.
“საქართველომ ვიზალიბერალიზაციისთვის ყველა მოთხოვნა შეასრულა და იმსახურებს საბჭოს სწრაფ გადაწყვეტილებას, რომ დაკმაყოფილდეს მოქალაქეების ლეგიტიმური მოლოდინი”, – წერს “ტვიტერში” იოჰანეს ჰანი.
13428443_10153746170989779_2328277186328991046_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები