ყოფილი პრემიერ-მინისტრი რეგიონებში შეხვედრებს 1-ლი სექტემბრიდან დაიწყებს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს რეგიონებში შეხვედრებს 1-ლი სექტემბრიდან დაიწყებს.
როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან ჯერჯერობით არ იცის, პირველად რომელ რეგიონში ჩავა. მისივე თქმით, იგი შეხვედრას 10 რეგიონში გეგმავს.
„ვფიქრობ, კვირაში ორი შეხვედრა გავაკეთო – ორშაბათს და ხუთშაბათს, რომ მოვასწრო ათივე რეგიონში და ალბათ, თბილისშიც მომიწევს ერთი ან ორი სატელევიზიო გამოსვლა და აქტივთან შეხვედრა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები