ივანიშვილი იანოშ ჰერმანზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 70%-იანი ალბათობით, საქართველო ვიზალიბერალიზაციას ახლა მიიღებს

საქართველომ განუხრელად შეასრულა ყველა პუნქტი, რომ მიიღოს ვიზალიბერალიზაცია – ამის შესახებ საქართველოს ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ივანიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩ იანოშ ჰერმანზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 70%-იანი ალბათობით, საქართველო ვიზალიბერალიზაციას ახლა მიიღებს, თუმცა 100%-იანი ალბათობით, ეს წლის ბოლოს მოხდება. როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროცესის გაჭიანურება ევროპის შიგნით არსებული პრობლემებით არის გამოწვეული.
„მე ვფიქრობ, არადამსახურებულად საქართველო მოექცა ბევრი იმ პრობლემის ცენტრში, რაც ევროპას ბოლო დროს გადახდა. თურქეთს და კოსოვოსაც უნდათ ვიზალიბერალიზაცია. საქართველომ განუხრელად შეასრულა ყველა პუნქტი, რომ მიიღოს ვიზალიბერალიზაცია. აქაც უნდა მოვითმინოთ, ვერ მივიღებთ უახლოეს დროში, მივიღებთ სექტემბერში, მაგრამ მოლოდინი უნდა დაგვრჩეს და ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, იქნებ როგორმე მოხერხდეს უახლოეს დროში ვიზალიბერალიზაციის მიღება. ერთი თვის წინ ევროკავშირის ელჩთან მქონდა შეხვედრა. თუ გნებავთ, მის სიტყვებსაც გეტყვით, 70%-იანი ალბათობით შეგვიძლია ახლა მივიღოთ, მაგრამ 100%-იანი ალბათობით მივიღებთ წლის ბოლოს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები