„საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა შეეძლოთ“

საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა შეეძლოთ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
კალაძე იმედს გამოთქვამს, რომ ქართველები უვიზოდ მიმოსვლას ევროკავშირში მალე შეძლებენ.
“გადაწყვეტილება მიღებული არ არის, დაველოდოთ. თუმცა, წინასწარი მონაცემებით ვიცით, რომ საფრანგეთი და გერმანია თავს იკავებენ. დაველოდოთ გადაწყვეტილებას, თუმცა უნდა ითქვას, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა შეეძლოთ. ყველა რეფორმა განხორციელდა. გადაწყვეტილება ჩვენზე არ არის დამოკიდებული. საბოლოოდ, დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ევროპაში ვიზის გარეშე მოგზაურობას და ჩვენ შევძლებთ, გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროკავშირი ჰქვია”, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისათვის, გუშინ, ბრიუსელში, ევროკავშირის ელჩების შეხვედრა გაიმართა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება კვლავ ვერ მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები