კახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩემი სახელის კორცხელის ინციდენტთან დაკავშირება არ გამოუვა

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს დააკავშიროს ჩემი სახელი კორცხელის ინციდენტთან, ეს მათ არ გამოუვათ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ყველამ კარგად იცის მისი ხელწერა და ისიც იციან, რას წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“.
„მე არ დავიწყებ იმ წლებზე საუბარს, თუ რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. რა თქმა უნდა, მთავრობა იღებს ყველაფერზე პასუხისმგებლობას და უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ არჩევნები ჩავატაროთ თავისუფალ გარემოში, სადაც ყველა პარტიას ექნება საშუალება, საკუთარი ხედვა მიაწოდოს მოსახლეობას. მოსახლეობამ არჩევნების გზით გადაწყვიტოს, თუ ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები