გიორგი კვირიკაშვილი: წინა ხელისუფლების დროს რუსული ინვესტიციები უფრო დიდი რაოდენობით შემოედინებოდა

წინა ხელისუფლების დროს რუსული ინვესტიციები საქართველოში უფრო დიდი რაოდენობით შემოედინებოდა, ვიდრე დღევანდელი ხელისუფლების დროს, – ამ სიტყვებით უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ენერგეტიკის თემაზე გამართულ საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში დისკუსიის დროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი კანდელაკის მიერ დასმულ შეკითხვას.
კანდელაკი საქართველოში ენერგოინვესტიციებისა და ზოგადად ინვესტიციების კლების საკითხით დაინტერესდა. გიორგი კანდელაკმა პრემიერს სთხოვა, დამატებითი განმარტებები გაეკეთებინა „გაზპრომის“ საკითხთან დაკავშირებით.
პრემიერმა ინვესტიციების კლების შემცირების გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად ზოგადად რეგიონში კონფლიქტური სიტუაციები დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ რიგი საერთაშორისო ორგანიზაციები მსხვილ ინვესტიციებს კვლავ ახორციელებენ. ამის მაგალითად კი პრემიერმა „ბრითიშ პეტროლიუმი“ მოიყვანა.
რაც შეეხება „გაზპრომს“, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთთან მხოლოდ ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა „გაზპრომის“ საკითხზე, თუმცა საბოლოოდ ხელისუფლებამ ხელშეკრულება უკეთესი პირობებით აზერბაიჯანულ „სოკართან“ გააფორმმა. გიორგი კვირიკაშვილმა „გაზპრომის“ ირგვლივ მიმდინარე პროცესები პოლიტიკურ სპეკულაციად შეაფასა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები