დიმიტრი ქუმსიშვილი ვიზიტით ყაზახეთს ეწვია

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით დღეს ყაზახეთს ეწვია.
როგორც ”კვირას“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ კარიმ მასიმოვთან, ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრ ასეტ ისეკეშევთან და ყაზახეთის წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან. ხვალ საქართველოს ვიცე-პრემიერი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ყაზახეთის სამთავრობოთაშორისო ეკონომიკური კომისიის სხდომაში, რომლის დასრულების შემდეგაც დაგეგმილია კომისიის სხდომის ოქმზე ხელმოწერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები