საქართველო გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მე-8 გარემოსდაცვით მინისტერიალს მასპინძლობს

საქართველო გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) „გარემო ევროპისათვის“ – მე-8 გარემოსდაცვით მინისტერიალს მასპინძლობს. მინისტრთა კონფერენცია „შერატონ ბათუმში“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარეობს და 10 ივნისამდე გაგრძელდება. უწყების ინფორმაციით, კონფერენციის პირველი დღის დასასრულს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა 56 ქვეყნის 600-მდე დელეგატისთვის მიღება ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გამართა. სპეციალურად სტუმრებისთვის ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას დელეგატებთან ერთად, საქართველოს მთავრობის წევრები, ბიზნესსექტორის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები