კახა კალაძე: ყველაფერს გავაკეთებ, რომ ღირსეულად გავართვა თავი ამ საპასუხისმგებლო მისიას

ყველაფერს გავაკეთებ, რომ ღირსეულად გავართვა თავი ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო მისიას, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახa კალაძემ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად წარდგენის შემდეგ განაცხადა.
„ნამდვილად საპასუხისმგებლოა ეს ყველაფერი ჩემთვის. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ღირსეულად გავართვა თავი ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო მისიას. „ქართული ოცნება“, როგორც მმართველი პარტია ყველაფერს გააკეთებს, რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულ, სამართლიან, თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში“, – აღნიშნა კახი კალაძემ.
მისივე თქმით, უკვე დასრულებულია პარტიის ცენტრალური საარჩევნო შტაბის ფორმირება, ხოლო უახლოეს დღეებში დასრულდება ადგილობრივი შტაბების ფორმირების პროცესი.
„ჩვენ არავის მივცემთ შესაძლებლობას, პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებებით ჩრდილი მიაყენონ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. ამ არჩევნებით დავანახებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები შეუქცევადი ხასიათისაა. ჩვენ უკვე დავასრულეთ პარტიის ცენტრალური საარჩევნო შტაბის ფორმირება, უახლოეს დღეებში დასრულდება ადგილობრივი შტაბების ფორმირების პროცესი. ჩვენი პარტიული რესურსი სრულად იქნება მობილიზებული ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენებში „ქართული ოცნებისა“ და ქართული ამომრჩევლის გამარჯვებისთვის“, – განაცხადა კახი კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები