გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი მთავარი მიზანია, რომ კონკურენცია კონფროტნაციაში არ გადაიზარდოს

დღეიდან გადავდივართ წინასაარჩევნო პერიოდზე, ოთხი თვე გვაშორებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, ეს იქნება მნიშვენლოვანი პერიოდი, რომელიც ღირსეულად უნდა გვაიაროთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, გიორგი კვრიკაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსად კახა კალაძე წარადგინა.
“დღეიდან გადავდივართ წინასაარჩევნო პერიოდზე, ოთხი თვე გვაშორებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, ეს იქნება მნიშვენლოვანი პერიოდი, რომელიც ღირსეულად უნდა გვიაროთ და დავამტკიცოთ ის მაღალი დემოკრატიული სატანდარტი, რომელიც იქნა ნაჩვენები, როგორც საპრეზიდენტო, ასევე თვითმმართველობის არჩევნების დროს. ეს სტანდარტი არა თუ უნდა შევინარჩუნოთ, არამედ უნდა გავაუმჯობესოთ. სწორედ ამიტომ მინდა, რომ დღეს წარმოგიდგინოთ საარჩევნო შტაბის უფროსი კახა კალაძე, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა, რომ მას აქვს ორგანიზატორული ნიჭი, მენეჯერული თვისებები და გამოცდილება, რომელიც ძალიან მნიშვენლოვანი იქნება ჩვენი პარტიის წინასაარჩევნო პერიოდის ღირსეულად ჩატარებისა და გამარჯვების მოსაპოვებლად. კახი კალაძის გამორჩეული კაპიტნის თვისებები ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩვენ მივაღწიოთ ღირსეულ გამარჯვებას, რაც ეს თავისთავად საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში შესაძლოა, იყოს ვნებათაღელვაც, მაგრამ ხელისუფლების მიზანია კონკურენცია კონფრონტაციაში არ გადაიზარდოს.
„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ კონკურენცია კონფროტნაციაში არ გადაიზარდოს. ამ მიმართულებით ჩვენ, როგორც სახელისუფლო ძალას გაათმაგებული პასუხისმგებლობა გვაკისრია, უპირველეს ყოვლისა ამომრჩევლის და ჩვენი მხარდამჭერების წინაშეც. სხვა პოლიტიკურ ძალებსაც დიდი პასუხსიმგებლობა აკისრიათ. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ქვეყანას, რადგან მომავალ არჩევნებსა და მისი დემოკრატიულობის ხარისხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის განვითარება მომავალი 4 წლის განმავლობაში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა წარმატება უსურვა კახა კალაძეს და „ქართულ ოცნებას“.
„ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ვართ ყველაზე სტაბილური ძალა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის სწრაფ და ამავე დროს სტაბილურ განვითარებას, რომელიც მოიტანს უკეთეს მომავალს ჩვენი ქვეყნისათვის და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისათვის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები