ყიფშიძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ბავშვმა ინტოქსიკაცია მიიღო

ყიფშიძის ქუჩაზე მრავალსართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა. როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, შემთხვევის დროს სახლში ბებია და შვილიშვილი იმყოფებოდნენ. მეხანძრეებმა მათი გამოყვანა უვნებლად შეძლეს. ხანძრის შედეგად ბავშვმა ინტოქსიკაცია მიიღო. მცირეწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ცეცხლმა საცხოვრებელი სახლის 20-30 კვ.მ. ფართობი გაანადგურა. შემთხვევის ადგილზე 4 სახანძრო ბრიგადა იყო მობილიზებული. მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება სწრაფად მოახერხეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები