„საქართველომ შეასრულა ყველა ის საჭირო მოთხოვნები, რათა საბოლოო გადაწყვეტილება იყოს პოზიტიური“

ევროპარლამენტში მიმდინარეობს კომისიის წინადადების განხილვა, რათა საქართველოს მოქალაქეებს მიენიჭოთ უვიზო მიმოსვლა შენგენის ქვეყნებში, – ამის შესახებ ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკიმ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ტუსკიმ აღნიშნა, საქართველომ შეასრულა ყველა ის საჭირო მოთხოვნები და კრიტერიუმები, რათა საბოლოო გადაწყვეტილება იყოს პოზიტიური.
„მე მინდა გავიმეორო, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მე ხაზი გავუსვი, ერთგულებას არაღიარების პოლიტიკისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრის მიმართ. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იცავენ ამ ვალდებულებას. და ბოლოს, ჩვენ ასევე შევეხეთ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხს, როგორც იცით დეკემბერში ევროკომისიამ დაადასტურა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა ის საჭირო მოთხოვნები და კრიტერიუმები, რათა საბოლოო გადაწყვეტილება იყოს პოზიტიური.
მწამს, რომ ეს გადაწყვეტილება სულ მალე იქნება მიღებული. ამჟამად, ევროპარლამენტში მიმდინარეობს კომისიის წინადადების განხილვა, რათა საქართველოს მოქალაქეებს მიენიჭოთ უვიზო მიმოსვლა შენგენის ქვეყნებში. კიდევ ერთხზელ დიდი მადლობა“, – განაცხადა ტუსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები