დონალდ ტუსკი: არჩევნები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა საქართველოსთვის

მოხარული ვარ, აღვნიშნო, რომ ასოცირების ხელშეკრულება, საბოლოოდ 1 ივლისს შევა ძალაში და ჩვენ ველოდებით მაქსიმალურ სარგებელს აქედან, – ამის შესახებ ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკიმ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ტუსკიმ დადებითად შეაფასა კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ბრალის წარდგენის შესახებ. მანვე აღნიშნა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა საქართველოს დემოკრატიის მდგრადობისა და გაძლიერებისთვის.
„ჩვენ ყველანი ვფიქრობთ, რომ ჩვენ გზაზე ჩვენ შორის ორმხრივ ურთიერთობებში საკმაოდ დიდ წარმატებას მივაღწიეთ და ძლიერი პროევროპული განწყობა და სვლაა საქართველოს მოსახლეობისა რეფორმების განხორციელების, დემოკრატიის გაძლიერებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს შენების გზაზე.
მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ასოცირების ხელშეკრულება, საბოლოოდ 1 ივლისს შევა ძალაში და ჩვენ ველოდებით მაქსიმალურ სარგებელს აქედან. ჩვენ ვისაუბრეთ სამომავლო საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც ჩატარდება ოქტომბერში. ბოლო ანგარიში, იმ ძალადობის შესახებ, რომელიც განხორციელდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და პარლამენტის წევრების მიმართ ჩემთვის შეშფოთების საგანია. მივესალმები იმ ფაქტს, რომ მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილებები ბრალის წარდგენის შესახებ.
ყველაფერი უნდ გაკეთდეს, რომ მომავალში მსგავსი ფაქტი არ განმეორდეს. გმადლობთ პატონო პრეზიდენტო იმისთვის, რომ თქვენ ძალიან მკაფიოდ და ნათლად შეაფასეთ ეს მოვლენა და რაც თქვენგან მოვისმინე ნამდვილად დამაიმედებელია. მადლობა კიდევ ერთხელ“, – განაცხადა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა.
დონალდ ტუსკიმ მომავალ არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იქნება საქართველოს დემოკრატიის მდგრადობის გამოცდა.
„არჩევნები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა საქართველოს დემოკრატიის მდგრადობისა და გაძლიერებისთვის. ჩვენ მოველით, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ დაიშურებს იმისათვის, რომ გარანტირებული იყოს პატივსაცემი და ყოვლისმომცველი საარჩევნო გარემო. თავისუფალი და პლურალისტური მედია ამის საუკეთესო წინაპირობაა. რასაკვირველია, დამკვირვებლების ჩართულობა ასევე უმნიშვნელოვანესია“, – განაცხადა ტუსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები