წყალტუბოს პოლიციის უფროსი დაჭრეს

წყალტუბოს პოლიციის უფროსი რევაზ ქობულია დაჭრეს.  ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ერთ-ერთ დანაშაულში ბრალდებული პირის ადგილსამყოფელი დაადგინეს, მის დასაკავებლად მისულებს კი თემურ გ.-მ ცეცხლი გაუხსნა, რა დროსაც წყალტუბოს პოლიციის უფროსი დაიჭრა.
„სამართალდამცველებმა სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა და ადგილსამყოფელი დაადგინეს. სავარაუდო ბრალდებულმა თემურ გ.-მ პოლიციელების გამოჩენისას მიმალვა სცადა და მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც დაჭრლია წყალტუბოს პოლიციის უფროსი რევაზ ქობულია. საპასუხო სროლისას ასევე დაჭრილია ბრალდებული თემურ გ. ამ დროისთვის ორივე დაჭრილი გადაყვანია საავადმყოფოში და მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები“, – განუცხადეს „კვირას“ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები