ნუგზარ წიკლაურს ექსპერტიზა უტარდება

  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ნუგზარ წიკლაურს ამ წუთებში ექსპერტიზა უტარდება. წიკლაური საკუთარი სახლიდან ექსპერტიზაზე სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში რეანომობილით გადაიყვანეს. როგორც წიკლაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას ტვინის შერყევა და შიდა ქალის წნევა აქვს. მისივე თქმით, გუშინდელი თავდასხმის გამო ასევე ხელებსა და ფეხებზე დაზიანებები აღენიშნება.

” ექსპერტიზაზე მივდივარ პროკურატურის მოთხოვნით, ეს აუცილებელი პროცედურაა, რათა გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით ყოველგვარი ინსინუაციები გამოირიცხოს. ჯერჯერობით გამოძიებამ მიიღო მხოლოდ ჩემი დაკითხვის ოქმი, ეს არის ის, რაც მე მოვყევი, რომელიც მათ გადავეცი. დეტალურად აღვწერე, როგორ მოხდა ყველაფერი, 8 ადამიანი დამესხა თავს და მათი მთავარი ამოცანა იყო როგორმე მანქანაში ჩემი შეტენვა, რა დროსაც გამოიყენეს ელექტროშოკი. ჩემი მხრიდანაც იყო დიდი წინააღმდეგობა. ბრძოლის დროს ეს ყველაფერი დაინახა მეზობელმა, დაიწყო ყვირილი. ყვირილის შემდეგ ისინი გაიქცნენ. სახეები ჰქონდათ დაფარული. ერთნაირად იყვნენ ჩაცმულები და ძალიან ორგანიზებულად მოქმედებდნენ“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები