ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გოგონა დაშავდა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების განცხადებით, BMW-ს მარკის ავტომობილი სანაგვე ურნას დაეჯახა, ურნა კი ფეხით მოსიარულე გოგოს დაეცა, რის შედეგადაც გოგონა დაშავდა. შემთხვევა ასათიანის ქუჩაზე მოხდა.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები