თეა წულუკიანი: გვჯერა, რომ ევროკავშირი ერთადერთ და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს

„ზოგიერთი გერმანელი და ფრანგი პოლიტიკოსი ვიზალიბერალიზაციის გადავადების არგუმენტად შენგენის ზონაში მცხოვრები მოქალაქეების მიერ ჩადენილ დანაშაულებს ასახელებს, თუმცა გვჯერა, რომ ევროკავშირი ერთადერთ და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ საქართველომ გაატარა ყველა რეფორმა, რომელიც ევროკავშირმა სამოქმედო გეგმით მოითხოვა. „ახლა არის ჯერი დიდ ქვეყნებზე, რომ მათ მიიღონ ქართველი ხალხის წინაშე სამართლიანი და სწორი გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები