არჩევნებში მონაწილეობის მსურველმა მინისტრებმა თანამდებობები პარტიული სიის წარდგენისთანავე უნდა დატოვონ

მინისტრებმა, რომლებიც საარჩევნო სიაში მოხვდებიან, თანამდებობები პარტიული სიის წარდგენის მომენტიდან უნდა დატოვონ. აღნიშნულტან დაკავშირებით, განმარტება დღეს ცესკო-ში გაკეთდა.
რაც შეეხება მინისტრების წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვას, ცესკო-ში განმარტავენ, მინისტრებს, არასამუშაო საათებში საარჩევნო კამპანიაში ჩართვა არ ეკრძალებათ. ამასთან, პარტიებმა საარჩევნო სია არჩევნებამდე არაუგვიანეს ერთი თვით ადრე უნდა წარადგინონ. საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დღეს დაიწყო. საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები