მამუკა არეშიძე: საზოგადოებას შეექმნა წარმოდგენა, რა ელის ქვეყანას ივანიშვილის გუნდის მხრიდან სახვალიოდ

ექსპერტ მამუკა არეშიძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ საზოგადოებას შეექმნა წარმოდგენა, თუ რა ელის ქვეყანას ივანიშვილის გუნდის მხრიდან სახვალიოდ.
„ჟურნალისტებთან შეხვედრის ფორმატი მისაღები და კარგია და ვფიქრობ, საერთო წარმოდგენა შეექმნა საზოგადოებას, რა ელის ქვეყანას ივანიშვილის გუნდის მხრიდან სახვალისოდ. ის, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელდასმული მთავრობა პროდუქტს დებს, ეს ფაქტია. შეიძლება ტემპი არ არის კარგი, შეიძლება ბევრი ისეთი რამ ხდება, რაც საზოგადოებისთვის მიუღებელია, მაგალითად სახელფასო დანამატების საკითხი და ბევრი სხვა, მაგრამ გარკვეული ტენდენცია იმისკენ, რომ იმედი ჰქონდეს ხალხს, ეს არის”,- განაცხადა არეშიძემ.
მისივე თქმით, ხარვეზებიც ბევრია, მათ შორის საამართლო სისტემასთან დაკავშირებული.
“მურუსიძის თემა ჩემთვის მძიმე მოსასმენია, რადგან ვთვლი, რომ მისი ფაქტორის ახსნაც კი არ არის საზოგადოებისთვის მისაღები. ამიტომ ამ ნაწილში ვერ დავეთანხმები ბიძინა ივანიშვილს. თუმცა ვხედავ, რომ ეკონომიკის მხრივ არის ტენდენციები და კარგი ბაზა იმისთვის, რომ მომავალში უკეთესი ნაბიჯები გადაიდგას”,-განაცხადა არეშიძემ.
ამასთან, არეშიძის შეფასებით, ხელისუფლება პოლიტიკური თვალსაზრისით მანევრის საშუალებას რომ იტოვებს და მრავალვექტორიან პოლიტიკას ატარებს, ეს არსებულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში მომგებიანია.
“არის მინუსები, რომელზეც განსაკუთრებული ყურადღება არ მახვილდება, სამწუხაროდ. ეს არის სამართლიანობის აღდგენის პროცესი, ასევე სოციალური უზრუნველყოფის კუთხითაც ბევრი რამ გადასახედია, მაგრამ, ვფიქრობ, აქაც არსებობს ტენდენია უკეთესობისაკენ”,- აღნიშნა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები