დონალდ ტუსკი – მწამს, რომ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის პირობები სულ მალე მიენიჭებათ

საქართველომ შეასრულა ყველა საჭირო მოთხოვნა, ამოსავალი წერტილები, რათა მიღებულ იქნას საბოლოო გადაწყვეტილება, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ტუსკის ფიქრობს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის რეჟიმს ”სულ მალე” მიანიჭებენ. ”რაც შეეხება საქართველოს სწრაფვას უვიზო რეჟიმის თაობაზე – გასული წლის დეკემბერში ევროკომისიამ დაადასტურა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა საჭირო მოთხოვნა, ამოსავალი წერტილები, რათა მიღებულ იქნას ბოლო გადაწყვეტილება. ვფიქრობ და მწამს, რომ კომისია საქართველოს მოქალაქეებს სულ მალე მიანიჭებს უვიზო რეჟიმის პირობებს და ეს ყველაფერი პარლამენტში იქნება განხილული”, – განაცხადა ტუსკმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები