დავით სერგეენკო: საარჩევნო კამპანიის პერიოდში, ალბათ, შვებულებას ავიღებ

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საარჩევნო კამპანიის პერიოდში კანონის შესაბამისად შვებულებით ისარგებლებს.
როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გარკვეული დოზით მინისტრის პოზიციიდან მოუწევს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვა, თუმცა საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, აიღებს შვებულებას.
„მე ჯერჯერობით ვაგრძელებ ჩემს სამუშაოს, როგორც ჯანდაცვის მინისტრი. ალბათ, გარკვეული დოზით ამ პოზიციიდან მომიწევს ჩართვა. დადგენილი წესის მიხედვით, იმ პერიოდში, როდესაც მე ჩართული ვიქნები საარჩევნო კამპანიაში, კანონმდებლობის შესაბამისად, ალბათ, ავიღებ შვებულებას“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები