“ბიძინა ივანიშვილს სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც თუ მიბაძავენ, კარგი იქნება”

მნიშვნელოვანია, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის თავზე იღებს “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის წარმართვას, – ამის შესახებ “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის ცენტრის” ხელმძღვანელმა ლადო ბოჟაძემ ექსპრემიერისა და ჟურნალისტების შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.
ბოჟაძის თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ შეხვედრაზე თითქმის ყველა ტელევიზიის წარმომადგენელი იმყოფებოდა და ბიძინა ივანიშვილმა ყველა კითხავს გასცა პასუხი.
“იყო მწვავე კითხვები. კითხვები კიდევ იქნება, ბუნებრივია, და მნიშვნელოვანია, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის თავზე იღებს “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის წარმართვას. მას პირადად მოუწევს არა მხოლოდ ჟურნალისტების, არამედ მოსახლეობის შეკითხვებზე პასუხის გაცემა. თუ სხვა პოლიტიკოსებიც მიბაძავენ მას იმ თვალსაზრისით, რომ ექნებათ ასეთი ღია შეხვედრები ჟურნალისტებთან და ასეთი ხაზი გაჰყვება საარჩევნო პროცესს. ასეთ შემთხვევაში, ამომრჩეველს ექნება საშუალება, მიიღოს ინფორმაცია პარტიებს პროგრამების, მათ კანდიდატების შესახებ, რათა გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი”,- აღნიშნა ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები