უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატურებზე პარლამენტი, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატურებზე პარლამენტი, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. პარლამენტარ ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, ,,რესპუბლიკელებს“ ერთ-ერთი კანდიდატის მიმართ სიმპათიები გააჩნიათ.
როგორც პარლამენტარმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დანარჩენ კანდიდატურებთან დაკავშირებით მსჯელობა ისევ მიმდინარეობს.
,,ჩვენ არასოდეს დაგვიმალავს, რომ ერთ-ერთი მოსამართლის მიმართ არ გვაქვს კითხვები და გვაქვს სიმაპათიები – ეს არის ანა დოლიძე. დანარჩენებზე ვერ გეტყვით, მიმდინარეობს მსჯელობა“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს წევრებად თამარ ლალიაშვილის, ნონა თოდუასა და ანა დოლიძის კანდიდატურებია წარდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები