გიგლა ბარამიძე – ბიძინა ივანიშვილი აბსოლუტურად ყველა მიმართულებაში ჩახედულია

„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე საქართველოს ყოფილი პრემირი-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მედიის წარმოამდგენლებთან გუშინ გამართულ შეხვედრას ეხმაურება და აცხადებს, რომ სწორედ გუშინ დამტკიცდა ის ფაქტი, რომ ივანიშვილი სულაც არ არის კულისებს მიღმა მყოფი ადამიანი, რადგანაც ის მცირე დეტალებშიც კი გარკვეულია.
„ბატონი ბიძინა ივანიშვილი, არ არის კულისებში მყოფი პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც არანაირი თანამდებობა არ აქვს. ეს არის ადამიანი, რომლიდანაც იწყება და სრულდება „ქართული ოცნება“. აბსოლუტურად ყველა მიმართულებაშია ჩახედული, დაწყებული წვრილმანი დეტალებით.
გამიკვირდა, როდესაც თქვა, ხანდახან ვაძლევ რჩევასო, არადა, მანდატებიც დაუთვლია და ნებისმიერი კომენტარი იცის სასამართლოსთან, ტელევიზიებთან დაკავშირებით. ვიტყვი, რომ გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის, რასაც ვამბობდით, „ქართული ოცნების“ სიაში ის ნომერ პირველია, ლოკომოტივია, რომელიც კიდევ შეეცდება, რომ ის ადამიანები, რომლებიც მის გუნდში მოიაზრებიან, კიდევ ერთხელ მოახვედროს პარლამენტში“,-განაცხადა ბარამიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები