”გერმანული მოდელის” კანონპროექტს პარლამენტი 10 ივნისს განიხილავს

საარჩევნო სისტემის ”გერმანული მოდელის” კანონპროექტს პარლამენტი პლენარული სხდომის ფორმატში, 10 ივნისს განიხილავს.
პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, კანონპროექტის ინიციატორმა, ფრაქცია ”რესპუბლიკელების” თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილმა კანონპროექტის დღის წესრიგში ერთ-ერთი პირველ საკითხად ჩასმა ითხოვა, რაც ბიურომ გაითვალისწინა.
ე.წ. „გერმანული მოდელი“ არსებული საარჩევნო სისტემის ფარგლებში მანდატების განაწილების წესის შეცვლას ითვალისწინებს. პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, 77 დეპუტატი კვლავ პარტიული სიით, ხოლო 73 – მაჟორიტარული წესით აირჩევა, თუმცა აღნიშნული მოდელით, პოლიტიკური სუბიექტის მიერ პარლამენტში მანდატების მოპოვება დამოკიდებული იმაზე იქნება, თუ რა პროცენტულ მაჩვენებელს მიიღებს ის პროპორციულ სისტემის შედეგად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები