„გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ პარტიაში „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ „ქართული ოცნებიდან“ ბევრი ადამიანი გაწევრიანდება“

„თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ პარტიის წევრი დავით ფაცაცია აცხადებს, რომ მათ პარტიაში „ქართული ოცნებიდან“ ბევრი ადამიანი გაწევრიანდება. მისივე მტკიცებით, საზოგადოების ინტერესი პარტიის მიმართ დღითი – დღე იზრდება, რაც უშუალოდ აისახება იმ ადამიანების რაოდენობით, რომლებსაც პარტიაში გაწევრიანება სურთ.
„გუშინ 100-ზე მეტი ზარი შემოვიდა, მეუბნებიან, რომ ძალიან მაგარია, გვსურს, რომ ჩავერთოთ და თქვენთან ერთად დავდგეთ. უფრო მეტად ბატონ თამაზზეა გაკეთებული აქცენტი, რადგან ბატონი თამაზი უფრო ხისტია და სამართლიანი. კმაყოფილებით აღვნიშნავ იმას, რომ მე ჩემი პრინციპების ერთგული ვარ, ბატონი თამაზი კი კიდევ უფრო მყარი პრინციპების მატარებელია“,- განაცხადა ფაცაციამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები