ორმა ბრიტანელმა გოგონამ ჩვილის გატაცება აღიარა
ორმა ბრიტანელმა მოზარდმა გოგონამ ბრიტანეთის ქალაქ ნიუკასლში ორი წლის ბავშვის გატაცება აღიარა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. 2 წლის ბავშვი Primark-ის მაღაზიიდან გაიტაცეს და ორ საათში იმ ადგილიდან სამ მილში აღმოაჩინეს. სასამართლომ დაადგინა, რომ ბავშვის გამტაცებლებს მანამდე მეორე ბავშვის დედის მოტყუება სურდათ. ორივე შემთხვევაში ისინი ფერადკანიან ბავშვებს ირჩევდნენ. უსაფრთხოების კამერებმა დააფიქსირეს, რომ ბავშვი მაღაზიიდან ორი მოზარდის თანხლებით გამოდის. მოზარდებმა ასევე აღიარეს, რომ მათ მაღაზიიდან ბავშვების რძე და ბოთლი მოიპარეს.