ზაქარია ქუცნაშვილი: ბატონი ბიძინას განცხადება იყო სამართლიანი და ადეკვატური

ბიძინა ივანიშვილის ეროვნული მაუწყებლების წარმომადგენლებთნ შეხვედრას უკვე მოყვა პირველი პოლიტიკური შეფასებებიც.
უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ივანიშვილის იმ შეფასებას გამოეხმაურა, რომელიც კორცხელის ინციდენტს შეეხებოდა.
„პროვოკაცია მოაწყვეს, თუ ვიღაცამ იძალადა ორივე შემთხვევაში ამის აღკვეთის ვალდებულება აქვს მთავრობას, ანუ ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე, მე პირველივე წამს მივეცი ეს შეფასება, ბატონ ბიძინას განცხადებას, რომ ეს იყო სამართლიანი და ადეკვატური შეფასება. იმიტომ, რომ პროვოკაცია მოაწყეს და მერე ამას მოჰყა ძალადობა. პროვოკაციაზეც ხელისუფლებაა პასუხისმგებელი და იმის შედეგებზეც”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები