აშშ-ის ავიაციამ „ისლამური სახელმწიფო“ დაბომბა

აშშ-ის ავიაციამ სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე 16 იერიში მიიტანა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, თვითმფრინავები ავიამზიდ „ჰარი ტრუმანის“ ბორტიდან აფრინდნენ, რომელიც ხმელთაშუა ზღვაშია განთავსებული. აშშ-ის საზღვაო ძალების ინფორმაციით, ბომბდამშენებმა ტერორისტების ინფრასტრუქტურა გაანადგურეს. პირველად „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები ავიამზიდიდან აფრენილმა თვითმფრინავებმა ოთხი დღის წინ დაბომბეს. ეს პირველი მსგავსი ოპერაციაა 2003 წლის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები