უსუფაშვილი ვიზალიბერალიზაციის გაჭიანურებაზე – ეს არის სიცრუე

საქართველოში მიმდინარე არანირ პროცესს არ უკავშირდება ვიზა-ლიბერალიზაციის თემა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა იმ თემის კომენტირებისას განაცხადა, რომელიც თანახმადაც შესაძლოა საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი გაჭიანურდეს.
„გარდა რამოდენიმე ინდივიდისა, რომელიც ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, რომ თითქოს ვინმე საქართველოს არჩევნებს ელოდება, რაიმე გადაწყვეტილების მისაღებად, ეს არის სიცრუე. საქართველოს არჩევნებს, საქართველოში მიმდინარე არანირ პროცესს არ უკავშირდება ვიზა-ლიბერალიზაციის თემა. თავისთავად, თუ ევროპარლამენტს გაეწელა იმ გადაწყვეტილებების მიღება, რაზეც გერმანიაც საუბრობს და სხვა ქვეყნებიც, ეს იქნება დაკავშირებული ევროპარლამენტში მიმდინარე პროცესებთან და არა საქართველოს პარლამენტში, ამ საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.
მიმდინარე წლის ოქტომბრამდე ევროპარლამენტში საქართველოსთვის ვიზალიბერიზაციის დაწესების საკითხის განხილვა მოსალოდნელი არ არის, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა სარიუშ ვოლსკიმ სტრასბურგში, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები