ბიძინა ივანიშვილი: კვირიკაშვილი ყველაზე განვითარებული ქვეყნისთვისაც კი სანატრელი პრემიერ-მინისტრი იქნებოდა
თქვენ გყავთ საოცნებო პრემიერ-მინისტრი, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელევიზიის ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, გიორგი კვირიკაშვილი ყველაზე განვითარებული ქვეყნისთვისაც კი სანატრელი პრემიერ-მინისტრი იქნებოდა ცოდნითაც, ერუდიციითაც და წესიერებითაც.
„თქვენ გყავთ საოცნებო პრემიერ-მინისტრი, საოცნებო ლიდერი ჰყავს მთავრობას კვირიკაშვილის სახით. მე არ ვაკნინებ ირაკლი ღარიბაშვილს. ახლანდელზე ვსაუბრობ, მასზე უნდა გავაკეთოთ სწორება. კარგი გუნდი ჰყავს და მინდა ეს საზოგადოებამ გააცნობიეროს. კაცი, რომელსაც წესიერების კომპლექსი აქვს, რომ არაფერი შეეშალოს – ასეთი კაცი მართავს დღეს მთავრობას. გაიხსენეთ, რა ხდებოდა მაშინ და რას გიშვრებოდნენ – ეს შედარება აღარ სჭირდება კვირიკაშვილს და უხეში გადასვლა გავაკეთე. გიორგი კვირიკაშვილი ყველაზე განვითარებული ქვეყნისთვისაც კი სანატრელი პრემიერ-მინისტრი იქნებოდა ცოდნითაც, ერუდიციითაც და წესიერებითაც. ასეთი პრემიერ-მინისტრი ჰყავს დღეს საქართველოს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.