აშშ-ში ჰილარი კლინტონის ნათესავი დააკავეს

59 წლის როჯერ კლინტონი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, ჰილარი კლინტონის მეუღლის, ბილ კლინტონის ძმაა, აშშ-ის კალიფორნიის შტატში დააკავეს. ის ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. მოგვიანებით როჯერ კლინტონი 15 ათასი დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ცნობისთვის, სამშაბათს კალიფორნიაში დემოკრატიული პარტიის წინასწარი არჩევნები გაიმართება. როჯერ კლინტონი სამართალდამცველების ყურადღების ცენტრში პირველად არ აღმოჩნდა. 1985 წელს ის კოკაინის შენახვისთვის იყო გასამართლებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები