“ხელისუფლების ზენიტში მყოფმა დავტოვე თანამდებობა, ეს ღირსეულად გაიმეორა ღარიბაშვილმაც“
ხელისუფლებაში მოვიდოდნენ და წავსლა აღარ უნდოდა არავის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანიების ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, მან შეძლო და აღნიშნული პრაქტიკა შეცვალა.
ექსპრემიერის თქმით, სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები ცდილობენ, რომ აღნიშნული თამასა შეინარჩუნონ.
„ეს არ იყო მარტო ჩვენი დაავადება, რომ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ და წასვლა არავის აღარ უნდოდა. ნახეთ სხვა ჩვენი მსგავსი განვითარებადი ქვეყნები, იქაც იდენტურია. ნახავთ უარესსაც, ნახავთ უკეთესსაც, ძალიან ბევრ დიქტატორსაც ნახავთ. მთავარია, რომ პოლიტიკაში შემოვიტანე და დავაფუძნე ის, რომ ხელისუფლების ზენიტში მყოფმა კაცმა მეორე დღესვე დავტოვე თანამდებობა. ეს გაიმეორა ღარიბაშვილმა, გუნდის წევრები ცდილობენ ამას, რომ ეს თამასა შეინარჩუნონ და ღარიბაშვილმა ეს ძალიან ღირსეულად გააკეთა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.