ბიძინა ივანიშვილის პროგნოზოთ, „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებზე ბარიერის გადალახვის პრობლემა ექნება
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ”ნაციონალურ მოძრაობას” არჩევნებზე ბარიერის გადალახვის პრობლემა ექნება.
ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ტელემედიასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ის ყოველთვიურად აკეთებს კვლევებს და იცის, რა ხდება რეალობაში.
”თქვენ ბარიერის გადალახვის პრობლემა გექნებათ სერიოზული. ეს ჩვენ კარგად ვიცით, მიუხედავად თქვენ მიერ შეთხზული კვლევებისა. მე კვლევებს ყოველ თვე ვაკეთებ და ვიცი რა ხდება რეალობაში”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ”რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ.