“თუ დავინახე, რომ ჩემი აღარ სჯერათ, გარწმუნებთ, თქვენც დაგემშვიდობებით, საზოგადოებასაც”

თუ დავინახე, რომ ჩემი აღარ სჯერათ, გარწმუნებთ, თქვენც დაგემშვიდობებით, საზოგადოებასაც, – აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრმიერმა, ბიძინა ივანიშვილმა ტელევიზიის ჟურნალისტებთან გამართული შეხვედრისას განაცხადა.
„5 ათასს კაცს ნებისმიერი პატარა პარტია აგროვებს. არ მექნება ამბიცია, რომ 5 ათასს კაცს არ ვუღალატო. როგორც კი ვნახავ, რომ ნახევარზე ნაკლები წამოვიდა, თქვენც დაგემშვიდობებით, საზოგადოებასაც და დავუბრუნდები იმ ცხოვრებას, როგორიც მსურდა“, – აღნიშნა ივანიშვილმა.
რაც შეეხება მის ფაქტორს საარჩევნო პროცესებში, როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, საინტერესო შეხვედრა ჰქონდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში „ფორუმელებთან“ და არწმუნებდნენ, რომ არავის უნდა დაეხმაროს, არავისი პოზიცია არ უნდა დავიჭირო.
„ჩემს გარეშე რა შედეგს მიიღებდნენ და რამდენად შეიძლება დაეხმაროს ჩემი ჩარევა, ეს ციფრებით რთული გასაზომია. თუმცა, რატომღაც ისევ მგონია, რომ მაქვს განსაკუთრებული როლი, რადგან ვგრძნობ, საზოგადოებას აქვს ჩემი ნდობა. შეიძლება, ეს გრძნობა მცდარი იყოს და ამას არჩევნების შედეგებით დავინახავთ, მაგრამ მე მაქვს ვალდებულების განცდა, რომ მაქსიმალურად დავეხმარო, გავუანალიზო და ჩემებურად ვაჩვენო, არჩევანი საზოგადოებაზეა”, -აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები