ივანიშვილი კვესიტაძეს – თქვენი დირექტორი უზრდელობს და ამიტომ გამოაძევეს სასამართლო პროცესებიდან

თქვენი დირექტორი ძალიან ხშირად უხეშ სიტყვებს ხმარობს, უზრდელობს და ამიტომ გამოაძევეს სასამართლო პროცესებიდან, – აღნიშნული განცხადებით ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-თან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესზე დასმულ კითხვას უპასუხა.
როგორც ივანიშვილმა განმარტა, დღეს სასამართლო თავისუფალია და საბოლოო გადაწყვეტილებასაც ის იღებს.
”დღეს არ მინდოდა გამეხსენებინა, რომ თქვენი დირექტორი ძალიან ხშირად უხეშ სიტყვებს ხმარობს, უზრდელობს და ამიტომ გამოაძევეს სასამართლო პროცესებიდან, თუმცა ეს არ არის ჩემთვის საინტერესო”, – მიმართა ივანიშვილმა ”რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს.
ივანიშვილის თქმითვე, 9 წლის განმავლობაში სასამართლო არ არსებობდა, მოსამართლეები დამონებული ჰყავდა პროკურატურას და დღეს სასამართლომ თვითაღდგენა დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები