ბიძინა ივანიშვილი: ღარიბაშვილს კირვალიძის მინისტრად დაბრუნება შევთავაზე, მაგრამ ეს არ გააკეთა

ირაკლი ღარიბაშვილს დავით კირვალიძის მინისტრად დაბრუნება შევთავაზე, მაგრამ ეს არ გააკეთა, – აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.
”კანონი ყველასთვის უნდა კანონობდეს. მინდა გავიხსენო დავით კირვალიძე, რომელიც იყო ჩემი ფავორიტი მინისტრი. გახსოვთ, როგორ კულტურულად მოიქცა, როცა კითხვები დაისვა. თუმცა იმის შემდგომ, მისი დაბრუნება მეორედ შევთავაზე ღარიბაშვილს, მაგრამ ეს არ გააკეთა”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ცნობისთვის, დავით კირვალიძე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს იკავებდა, თუმცა ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ, რომელიც სამინისტროში მაღალჩინოსნების მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებას უკავშირდებოდა, თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები