ბიძინა ივანიშვილი: წელს განსაკუთრებული არჩევნები იქნება

წელს განსაკუთრებული არჩევნები იქნება, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „ტექნოპარკში“, ტელევიზიის ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
”2012 წლის არჩევნები არ იყო მხოლოდ არჩევნები, იმას კიდევ სხვა დატვირთვა ჰქონდა, ახლა იქნება ჭეშმარიტად იმაზე კარგი და არა ნაკლები იმ ორი არჩევნებისა, რომლებიც ახალი გუნდის პირობებში ჩატარდა. ეს არჩევნებიც ასეთივე დემოკრატიულობით ჩატარდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს და ჩემი სურვილიც დიდია, რომ გავაკეთოთ სწორი არჩევანი. ამიტომაც ვთავაზობ ჩემ ანალიზს საზოგადოებას, რომ გავაკეთოთ სწორი არჩევანი.
ამისთვის მე ვაპირებ ყველა რეგიონში ჩასვლას და აქტივთან შეხვედრებს, ტელევიზიებით გამოსვლებს. ვაპირებ, დავახასიათო თითოეული პოლიტიკური ძალა არგუმენტებით, დასაბუთებით წარმოვუდგინო საზოგადოებას, ვინ როგორია, როგორია მთავრობა, როგორი უნდა იყოს, ვისაუბრებ მედიაზე, ასევე შევეხები ყველა საკითხს, რის საფუძველზეც შეიძლება არჩევანი გააკეთოს საზოგადოებამ და კიდევ გავუსვამდი ხაზს იმას, რომ მე არც ბიზნეს და არც თანამდებობრივი ინტერესი არ გამაჩნია და ამას ღია წერილშიც კარად ვასაბუთებ, თავისუფალი ვარ ყოველგვარი პირადულისაგან“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები