იან კელი: აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროინტეგრაციას, – აღნიშნული განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ გააკეთა.
როგორც მან განმარტა, ამერიკას ამ პროცესში ხმა არ აქვს, მაგრამ ის აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროინტეგრაციას. ჩვენ ამას ვაკეთებთ არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც. მაგალითად, USAID მუშაობს კანონმდებლობის ჰარმონიზაციაზე. ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვაქვს ხმა ამ პროცესში, მაგრამ აშკარად განვაცხადეთ ბრიუსელში და სხვადასხვა ქალქებშიც, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროინტეგრაციას“, – განაცხადა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები